სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცს ხელში იარაღი აქვს და მკვლელმა გაქცევა მოასწრო.

„ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო“, - წერს ნიკა მელია.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.