კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი მსოფლიოში 42 მილიონს აჭარბებს - სტატისტიკა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ რეკორდულად მზარდ მაჩვენებელს ინარჩუნებს.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 42 147 237 შემთხვევა გამოვლინდა, 1 143 467 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 484 295 - გამოჯანმრთელდა.

ამ მსოფლიო მონაცემების შესახებ ინფორმაციას, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 8 489 752 შემთხვევაა გამოვლენილი და 223 947 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

შემდეგი ქვეყანაა ბრაზილია, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 30 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 571 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას worldmeters ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსის სულ 5 353 656 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 156 471 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის ,მონაცემებით გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 49 ადამიანი ემსხვერპლა, რამაც ლეტალური შემთხვევების საერთო რიცხვი 10 003-მდე გაზარდა.

24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 14 714 შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ქვეყანაში კორონავირუსის 418 005 შემთხვევა დადასტურდა.

ერთ-ერთი  რეკორდსმენი ქვეყანაა ინდოეთი, აქ კორონავირუსის 53,370 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,814,682-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში, ინდოეთში 650 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 117,956-ს აღწევს. ჯამში 7,016,046 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ

საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.