გამოჯანმრთელების რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში - დღევანდელი ვითარება

საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობბა 26 503-ია.

ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.

დღეს კორონავირუსისგან კიდევ 412 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მთლიანად ეს რიცხვი 10 163-ს შეადგენს.

საქართველოში სულ კორონავირუსით 193 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 26 503 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10 163 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა სულ 193 პაციენტი.