დაბა ქედაში მალე ვეტერინალური კლინიკა ამოქმედდება

„დაბა ქედაში მალე ვეტერინალური კლინიკა ამოქმედდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას, ქედას მუნიციპალიტეტი საკუთარ სოციალურ გვერდზე ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, აპრილის ქუჩაზე, ვეტერინალური კლინიკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

„ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე მიიღონ სრულფასოვანი სერვისი და ისარგებლონ ასევე ვეტერინალური აფთიაქით.

კლინიკას ა(ა)იპ აგროსერვისცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სენის" თანადაფინანსებით ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 75 000 ლარია.

სამუშაოები ნოემბრის თვის ბოლოს დასრულდება.

2019-2020 წლებში მოწყობილი ვეტერინარული კლინიკები, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცემათ ვეტერინარებს“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.