აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს, სადაც საქართველოს შესახებ ისაუბრეს.

 ამის შესახებ ინფორმაცია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

„საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც 20 წელია, რაც საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მან 90-იანების სახით უკანონობის მთელი ათწლეული დაკარგა. შედეგად მას მთელი 20 წლის მანძილზე დემოკრატიის ხელახალი აშენება მოუწია. შეერთებული შტატები მას ეხმარებოდა და ისინი დღეს ისევ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან. თუმცა წელს ჩატარებულ არჩევნებში იგივე შეცდომები ვნახეთ,რაც აქამდეც გვინახავს: ხმების მოსყიდვა, ამომრჩევნის დაშინება, სახელმწიფო მოხელეების ხმის მიცემის მიზნით ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება.

რამაც ამ წელს არჩევნებს სხვანაირი სახე მისცა ეს პანდემია იყო. არ არსებობდა დამკვირვებლების დიდი ჯგუფები.  იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც სასურველი იქნებოდა.

ეუთომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები კონკურენტულად შეაფასა და აღნიშნა, რომ გარკვეულწილად უკეთესი იყო, მაგრამ მათი აზრით მაინც დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა ხმის მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, რაც ქართული არჩევნების პრობლემად თითქმის 30 წელია, რაც უცვლელად რჩება.

ჩვენ ოპოზიციას ვურჩიეთ დარღვევების სამართლებრივი გზით გასაჩივრება, იმ სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საქართველოს განვითარების 20 წელში შექმნა. თუმცა სამწუხაროდ საქართველოში ბევრ ადამიანს არ აქვს დიდი ნდობა სასამართლო სისტემის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.

ხსენებული ინსტიტუტები ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ამიტომ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას არ ჰქონდა ნდობა, რომ ისინი საჩივრების სამართლიან განხილვას მიიღებდნენ, ამიტომაც არჩევნების მეორე დღეს მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნა იყო.

თავდაპირველად არჩევნების ოფიციალური შედეგები უახლოვდებოდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური PVT დათვლის შედეგებს. შესაბამისად, არჩევნების დასრულების შემდეგ მყისიერად ცხადი არ გამხდარა, რომ არჩევნები საზიანო ხარვეზებით ჩატარდა. რამდენად ცუდი იყო წინა სხვა არჩევნებთან შედარებით, სადაც ხელახლა ჩატარება არ მოუთხოვიათ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებდით ყველას, გამოეყენებინათ წლების განმავლობაში ნაშენები სამართლებრივი გზები საჩივრების განხილვისთვის.

ჩვენ ასევე ოპოზიციას მოვუწოდებდით ებრძოლა პარლამენტში ცვლილებებისთვის, არ გამოეცხადებინათ ბოიკოტი, მათი რეფლექსი ამჟამად სწორედ ეს არის გასვლა ქუჩაში და აქციების მოწყობა. ჩვენ მათ ვურჩევდით, იბრძოლონ ცვლილებებისთვის. თქვენ არჩეულნი ხართ თქვენი მომხრეების მიერ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და შეიტანოთ ცვლილებები

მათი მხრიდან ისევ ბოიკოტის გამოცხადება, უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვას გავს. ჩვენ მათ მოვუწოდებთ შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ იმ ძირეულ ცვლილებებზე, რაც დღეს დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას სჭირდება“, - ნათქვამია განცახდებაში.