რუსთავში კორპუსის მე-7-ე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი გარდაიცვალა

რუსთავში, დღეს საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი ორ წლამდე ბავშვი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფაქსინტერნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.