სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

90 წლის პატრიარქს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა.

ცნობილია ისიც, რომ ის ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.