მაილი საირუსმა და დუა ლიპამ ერთობლივი სიმღერა Prisoner გამოუშვეს

თანამედროვე პოპის ორმა სუპერვარსკვლავმა მაილი საირუსმა და დუა ლიპამ ერთობლივი სიმღერა Prisoner გამოუშვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას RollingStone  ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ სისხლიანმა სექსუალურმა კლიპმა Youtube-ზე მხოლოდ 7 საათში 2 მილიონ ნახვაზე მეტი მოაგროვა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ სინგლი მაილი საირუსის მომავალ ალბომში შევა.