ბრედ პიტმა დაბალშემოსავლიან ოჯახებს მადლიერების დღის აღსანიშნავად პროდუქტი დაურიგა

ლეგენდარული მსახიობი, ბრედ პიტი, გასულ კვირას ლოს-ანჯელესში შენიშნეს, როდესაც ის ოჯახებს პროდუქტებს ურიგებდა.

ამ ფაქტის შემდეგ, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა და მისმა მეგობრებმა დაბალშემოსავლიან ოჯახებს მოხალისეობრივად პროდუქტები დაურიგეს მადლიერების დღის შესახვედრად.

ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail ავრცელებს და ბრედ პიტის ექსკლუზიური ფოტოებიც მან გადაიღო.

თვითმხილველების თქმით, ბრედ პიტი თავად ატარებდა პროდუქტებით დატვირთულ მანქანას, შემდეგ თავად გადმოჰქონდა იქიდან ყუთები და სახლებში არიგებდა, სადაც პირბადის გამო მას ხანდახან ვერ ცნობდნენ.