ბათუმში 73 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმში კლინიკა „მედცენტრში“ კორონავირუსით 73 წლის ექიმი გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობებით, მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ასევე კოვიდპნევმონიის შედეგად დაზიანებული ჰქონდა ფილტვების 80%, ამიტომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ გულზე გაკეთებული ჰქონდა შუნტირება და მკურნალობას რეანიმაციაში გადიოდა.

დღეს დილით  გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა