ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა უპირველესია, ვთანამშრომლობთ შსს-თან - კომპანია „ემ ბი სი“

კომპანია "ემ ბი სი", სადაც შეიარაღებული პირი შეიჭრა და ამ დროისთვის სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ემ ბი სი-ში" შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც მძევლად 9 ადამიანი ყავს აყვანილი.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.