მედიასაშუალებებმა წერეთლის გამზირიდან პირდაპირი ჩართვით კადრების ჩვენება შეწყვიტეს

ამ დროისთვის მედიასაშუალებებმა პირდაპირი ეთერით კადრების გავრცელება შეწყვიტეს.

ამის თაობაზე მედიას საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი-ში“ ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც შენობის შიგნით 9 ადამიანი მძევლად აიყვანა.

როგორც კომპანია „ემ ბი სი“ აცხადებს ის, შსს-თან თანამშრომლობს და მისთვის მისი თანამშრომლების სიცოცხლე უპირველესია.

ამასთან ერთად, ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომლის თაობაზეც ახალი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.