მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 378 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ  1 378 000-ს გადააჭარბა.

პანდემიის დროს გლობალურის მასშტაბით ვირუსით 57 564 000 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 36 მილიონზე მეტი განიკურნა.

ამის შესახებ ინფორმაციას Worldmeters ავრცელებს.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, პანდემიის ეპიცენტრი ევროპაა.

"ვორლდმეტერსის" მიხედვით, ბოლო 24 საათში საფრანგეთში ვირუსით 23 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა.

იტალიაში კი ვირუსს ბოლო დღე ღამეში 700 ადამიანი ემსხვერპლა. „კოვიდ-19“-ის 23 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაშიც.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა აშშ-შიც, სადაც პანდემიის დროს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 12 მილიონს უახლოვდება. გარდაიცვალა 254 ათასი პაციენტი.

ბრაზილიაში ვირუსის შემთხვევების რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა. 9 მილიონზე მეტი ინფიცირებულია ინდოეთშიც, სადაც ბოლო დღე-ღამეში ვირუსი კიდევ 24 ათასს ადამიანს დაუდასტურდა.