რა მიზეზით აპირებს რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამატებითი ძალების განლაგებას - ყარაბაღის საკითხი

რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამატებითი ძალების განლაგებას აპირებს, - ამის შესახებ უსაფრთხოების ფედერეციული სამსახურის უფროსი ვლადიმერ ბორტნიკოვი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

ინფორმაციას ამის შესახებ, უცხოური მედია ავრცელებს.

ვლადიმერ ბორტნიკოვის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ერევნის თხოვნით მიიღეს.

„რუსეთმა, ერევნის თხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამატებითი ძალები განალაგოს“, - აცხადებს ბორტნიკოვი.

მისივე თქმით, ამ ფაქტის შესახებ აზერბაიჯანული მხარე უკვე ინფორმირებულია და არანაირი კითხვის ნიშნები ამ საქმესთან დაკავშირებით არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობო მისიის განხორციელება იგეგმება.

ამასთანავე ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირების მიზნით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ბაზაც განთავსდება.

აღნიშნული რუსული სამშვიდობო მისია 5 წელი გაგრძელდება, ხოლო თურქეთის ბაზა კი ერთი წლის მანძილზე იმოქმედებს.