სად რა ფასად არის შესაძლებელი საქართველოში კორონავირუსზე ტესტის ჩატარება - კლინიკები

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ისევ უცვლელად მზარდია და შესაბამისად საზოგადოებაში იზრდება ინტერესი იმ ტესტების მიმართ, რომლის ჩატარების მეშვეობითაც  ინფიცირების დადებითი მაჩვენებელი დგინდება ან პაციენტი იგებს აქვს თუ არა ინფექცია უკვე გადატანილი.

ქვემოთ მოცემულ სტატიაში მოცემულია ინფორმაცია იმ კლინიკების შესახებ, სადაც მოსახლეობას კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეუძლია.

ინფორმაცია აღებულია სხვადსხვა კლინიკების ოფიციალური საიტებიდან.

ავერსი

ავერსის კლინიკებში მომსახურები მიღება შესაძლებელია როგორც ადგილზე მისვლით, ასევე, ლაბორატორიის ბინაზე გამოძახებით. კლინიკაში ტესტის ღირებულება 150 ლარია, სახლში — 175. პასუხი, ჩვეულებრივ, 24 საათის შემდეგ ხდება ცნობილი, თუმცა შესაძლებელია დაჩქარებაც, რა დროსაც ღირებულება 200 ლარია.

ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი 30 ლარი, ხოლო ანტიგენზე -75 ლარი ღირს.

ორივე კვლევა ერთად კი, 100 ლარია. პასუხები, დაახლოებით, 5-6 საათში ხდება ცნობილი. სერვისის მიღება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00-დან 19:00 საათამდე.

გარდა ამისა, ცენტრალური ფილიალი, რომელიც საბურთალოზე მდებარეობს, მუშაობს შაბათ-კვირასაც.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, PCR ტესტი მხოლოდ კლინიკაში ტარდება და მისი ფასი 140 ლარია. პასუხი 24-დან 48 საათის შუალედში ხდება ცნობილი. რაც შეეხება სწრაფ ტესტს, იგი 50 ლარი ჯდება.

მომსახურების მიღებას ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში შეძლებთ. მათ შორის, შაბათ-კვირასაც.

კატასტროფის ცენტრი

აქ PCR ტესტის ღირებულება 160 ლარია და მისი ჩატარება მხოლოდ ბინაზე მისვლით ხდება. პასუხს, ჩვეულებრივ 24 საათი სჭირდება, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო, დრო 48 საათამდეც მერყეობს.

ამასთან, ცენტრში აკეთებენ ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტსაც, რაც 130 ლარი ღირს. ანტისხეულზე — 100 ლარი. კატასტროფის ცენტრი 24 საათი, კვირაში 7 დღე მუშაობს.

ნიუ ჰოსპიტალსი

PCR ტესტს ნიუ ჰოსპიტალში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე ატარებენ. ტესტირების ფასი 120 ლარია და პასუხს 24 საათის შემდეგ იგებთ. ამ კლინიკას ბინაზე გამოძახების სერვისი არ აქვს.

ნიუ ჰოსპიტალსში ანტისხეულების ტესტის ღირებულება 30 ლარია. ამ შემთხვევაში, პასუხი 2 საათში ხდება ცნობილი.

დავით ტატიშვილის კლინიკა

დავით ტატიშვილის კლინიკაში PCR ტესტებს ორ ფილიალში აკეთებენ: ისნისა და საბურთალოს. ამასთან, ბინაზე მომსახურების სერვისი მხოლოდ ისნის ფილიალში აქვთ. კლინიკაში მისვლის შემთხვევაში მისი ღირებულება 150 ლარია, ხოლო ბინაზე -180.

ამასთან, კლინიკაში გვითხრეს, რომ ამას ემატება ტრანსპორტის ხარჯებიც: 20 ან 30 ლარი, ტერიტორიის მიხედვით. პასუხი 24-დან 48 საათის შუალედში ხდება ცნობილი.

აკეთებენ კიდევ სისხლით, ადგილზე მოსვლით 80 ლარი ღირს, ბინაზე — 120, ამაში ჩანს მიმდინარე და გადატანილი ვირუსიც. 

ტესტირება ხდება ყოველდღე, დილის საათებში, წინასწარი ჩაწერით.

ციტო

ციტოშიც ორივე სახის მომსახურების მიღება შეგიძლიათ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. კლინიკაში ტესტირების ღირებულება 150 ლარია, ხოლო ბინაზე — 200. პასუხის დაჩქარება არ ხდება და 24-36 საათშია ცნობილი ხდება.

ჯეოჰოსპიტალსი

რაც შეეხება ჯეოჰოსპიტალს, აქ მხოლოდ კლინიკაში მომსახურებაა. საქართველოს მოქალაქისთვის ტესტის ღირებულება 150 ლარია, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის — 180.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, პასუხს 24 საათის შუალედში იგებთ, ხოლო უარყოფითს, მოგვიანებით, დაახლოებით, 48 საათში. გამომდინარე იქედან, რომ ჯეოჰოსპიტალს სხვადასხვა რეგიონში აქვს ფილიალები, მომსახურების დრო და დღეები ყველგან განსახვევბულია. ამასთან, ვანისა და ზესტაფონის ფილიალში სწრაფი ტესტებიც კეთდება.

მედდიაგნოსტიკა

მედდიაგნოსტიკაში ტესტის ღირებულება, ჩვეულებრივ, 150 ლარია. თუ ბინაზე გსურთ მომსახურების მიღება, მაშინ — 180. პასუხს 24 საათში იგებთ.

ამასთან, აქ ანტისხეულებზეც აკეთებენ ტესტირებას. კერძოდ, ეს ტესტი კლინიკაში 100 ლარი, ხოლო ბინაზე 120 ლარი ჯდება.

ნეოლაბი

ნეოლაბში მომსხურების მიღება წინასწარი ჩაწერით, კლინიკაში მისვლით 110 ლარად შეგიძლიათ. ბინაზე გამოძახების შემთხვევაში — 150 ლარად. პასუხი 24 საათში ხდება ცნობილი, თუმცა შესაძლებელია დაჩქარებაც. მაგალითად, თუ იმავე დღეს, საღამოს 8 საათამდე გსურთ მისი გაგება, მაშინ 220 ლარს იხდით.

აქ ანტიგენის ტესტს არა, თუმცა ანტისხეულისას ატარებენ. ფასი 40 ლარია.

ტესტირების ჩატარება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10-დან 16:00 საათამდე შეგიძლიათ.

ევექსი

ევექსის ფილიალებში PCR ტესტის ჩატარება კლინიკაში მისვლითაა შესაძლებელი. უფასოა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ექიმის შესაბამისი მიმართვა და კორონავირუსის სიმპტომები გაქვთ. პასუხი 24-48 საათის ფარგლებში ხდება ცნობილი.

გარდა ამისა,  მათ "მოძრავი კლინიკა", ე.წ. ევექსმობილი დაემატათ. იგი სპორტის სასახლესთან განთავსდება და ტესტირება ჩაწერის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ღირებულება 130 ლარია.

ევექსმობილი პაციენტებს მოემსახურება ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00-დან 20:00 საათამდე.

მეგალაბი

მეგალაბში სახლში მომსახურების სერვისი დროებით შეჩერებულია. თუმცა PCR ტესტის ჩატარებას კლინიკაში მისვლით შეძლებთ. მისი ღირებულება 120 ლარია, პასუხს 24 საათში იგებთ.

ამასთან, იქ ანტიგენის ტესტსაც ატარებენ, რომელიც 70 ლარი ღირს. რაც შეეხება ტესტს ანტისხეულებზე, მისი ღირებულება 75 ლარია.

ლაბორატორია 24 საათის განმავლობაში მუშაობს და პაციენტებს შაბათ-კვირის ჩათვლითაც იღებს.

დამატებითი კლინიკების შესახებ ინფორმაციის მოძიების შემთხვევაში ინფორმაციას კიდევ შემოგთავაზებთ.