დოლანდ ტრამპი მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ფარმაცევტულ კომპანიებს ადანაშაულებს - ბრძოლა ხმებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მსხვილი ფარმაცევტული და ტექნოლოგიური კომპანიები ამერიკის არჩევნებში მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა წინასაარჩევნოდ ჩემს წინააღმდეგ ნეგატიური რეკლამები გააკეთეს, რომლის გამოც მე წავაგე. მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩემს წინააღმდეგ ძალიან მსხვილი კომპანიები იბრძვნიან“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

მისივე თქმით, მსხვილმა კომპანია „ფაიზერმა“ მის წინააღმდეგ, სპეციალურად გამოაცხადა სიახლე ვაქცინის შესახებ, რათა მისი გამარჯვების შანსები ნაკლები ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, თუმცა ხმების განაწილება დღემდე ვერ დასრულდა.

გამარჯვებას დემოკრატ კანდიდატ ჯოზეფ ბაიდენს ულოცავენ. ხალხი ამ ფაქტს უკვე აღნიშნავს.

თავის მხრივ თავს გამარჯვებულად დონალდ ტრამპიც მიიჩნევს და დემოკრატებს „არჩევნების მოპარვაში“ ადანაშაულებს. პრეზიდენტის ადვოკატი რუდი ჯულიანი აცხადებს, რომ ხმის მიცემის პროცესში დარღვევებს სისტემური ხასიათი ჰქონდა.