ჩვენს დამკვირვებლებს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ - საია განცხადებას ავრცელებს

„ჩვენს დამკვირვებლებს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, უბნებზე მობილიზებული არიან კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოს ქმნიან.

„მიუხედვად არაკონკურენტული მეორე ტურისა, პირველი ტურის მსგავასად ამომრჩევლის ნების კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება. უბნებზე მობილიზებული არიან კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოს ქმნიან. ასევე ორ შემთხვევაში ( ჩუღურეთის ოლქის #10 და რუსთავის ოლქის #45) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.