არჩევნების მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ 17-ვე ოლქში გამარჯვება და პარლამენტის 90 მანდატი მოიპოვა - ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

„მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, 17-ივე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოიპოვეს გამარჯვება“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ოცნების“ მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე ნახევარი მილიონზე მეტი ადამიანი გამოცხადდა.

„მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, 17-ივე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოიპოვეს გამარჯვება“, შესაბამისად მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 მანდატით და დეპუტატით შევა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 36 მანდატი, „ევროპული საქართველო“ 5 მანდატი, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“, 4-4 მანდატი, პარტია „მოქალაქეები“, 2 მანდატი და „ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი.

შედეგად მრავალპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდა და ის საუკეთესო პლატფორმა გახდება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები უკვე დახურულია და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.