თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით,  „საქართველოს რკინიგზა“   თბილისიდან და  ბათუმიდან ორივე  მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს.

 მატარებელი  იმოძრავებს  შემდეგი განრიგით:

11/08/2019    თბილისი - ბათუმი -  თბილისი   №888/887

  გასვლა- თბილისი

  ჩასვლა-ბათუმი

 გამოსვლა-ბათუმი

  ჩამოსვლა- თბილისი

09:05

14 :42

18:30

00:07

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.getkt.geBiletebi.gematarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

 

 

(R)