შუახევის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სამსახურის უფროსებთან და ორგანიზაციების  ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

თათბირს   საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე,  მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.

თათბირის ძირითად თემას  მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხები წარმოადგენდა.

ყურადღება   გამახვილდა 2019 წლის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგის, მშენებლობის  ტემპის დაჩქარებისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე.

აღინიშნა, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მუნიციპალიტეტის სოფლების, დასახლებული უბნების, გზებისა და გზისპირა ზოლების იერ-სახის მოწესრიგებას, უსახური ობიექტების აღებას, გარემო პირობებთან მორგებული განაშენიანების უზრუნველყოფის საკითხებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს  შშმ პირთა  დღის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც შუახევის მერმა განაცხადა აუცილებელია დასაქმებული პერსონალისთვის შესაბამისი სწავლების კურსის გავლა.

 

 

(NS)