რუსთავი 2-ის ისტორია ქიბარ ხალვაშმა დაასრულა - გვარამია ბრალდებებს პასუხობს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ამჟამინდელი დირექტორის, პაატა სალიას ბრალდებებს პასუხობს. 

გვარამიას თქმით, ბრალდება, რომ ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის დროს 70 მილიონამდე დავალიანება დაგროვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

„25-წლიანი დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია დასრულდა და ის დაასრულა 36 კბილა ცხენკაცმა და მისმა დანიშნულმა პაატა სალიამ.

ეს არის ე.წ. დაკიდებული ვალები. პაატა სალია საერთოდ არაფრის მცოდნე არ არის ქვეყნის ზურგზე, არის ერთი საშუალო ხარისხის კლერკი, იურისტი, არც მაგის კარგი ადვოკატობა გაუგია ვინმეს, არც რამე გამოჩენილი გაუკეთებია ცხოვრებაში... ამ 70 მილიონიდან 30 არის ე.წ. დაკიდებული ვალები, რომელიც არის მკვდარი სესხები ან ჩასხმები პარტნიორთა ვალებად გაფორმებული. ეს დამხვდა მე, არც მიმიქცევია ყურადღება, მეტი საქმე არ მქონდა, მომაკვდავ კომპანიაში, დაკიდებულ ვალებს ვუყურებდე... ამ დაკიდებული ვალების ზემოთ არის 25 მილიონი საგადასახადო დავალიანება, დიახ ყადაღით მიყენებული ზიანია ესეც მათ შორის“, - განაცხადა გვარამიამ.

გვარამიამ რუსთავი 2-ის არქივის გაყიდვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი კომერციული საქმიანობა იყო.

არქივის გაყიდვას რაც შეეხება, არქივი არ გაყიდულა ერთხელ, გაყიდულა რამდენიმეჯერ და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს, არარაობავ, ისწავლე, რას ნიშნავს კომერციული საქმიანობა და სად იმყოფები, არ ხარ შენ იურიდიული ბიუროს უფროსი, ხარ შენ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტელევიზიის დირექტორი“, - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ პაატა სალიას 'სამარცხვინო დირექტორი" უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ ის ხურავს რუსთავი 2-ს. 

„ეს ჩვარი, რომ რუსთავი 2-ის ბოლო დირექტორია, ეს არიას სამარცხვინო, კატასტროფა, რომელიც სამწუხაროდ, მოგვიწყო ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს.

შენ პირადად, პაატა სალია, შენი სახელით და გვარით, დახურე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ამიტომ აგეხევა სახე, აუცილებლად, გპირდები, ჩემგანაც პირადად და ქართული საზოგადოებისგანაც, ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ, ვერაფერს, პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამია  პაატა სალიას განცხადებასაც  გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

 „თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი ჩემგან გადაეცით, იმ სასამართლოსთან ერთად, რომელიც სასამართლო არ არის... ესე გადაეცით პაატა სალიას, რომელსაც ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება ისტორიული ღალატისთვის. დამელოდოს...“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.