Facebook-ში მომხმარებლების ხმოვან შეტყობინებებს ისმენდნენ

Facebook-ის თანამშრომლები მომხმარებლების აუდიო შეტყობინებებს უსმენდნენ. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიას  ასობით თანამშრომელი  მესენჯერში გაგზავნილ აუდიო შეტყობინებებს  შიფრავდა. 

Facebook-ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მომხმარებელთა აუდიო შეტყობინებების გაშიფვრის პრაქტიკა 1 კვირის წინ შეწყვიტეს. 

Facebook-ში აღნიშნავენ,  რომ ჩანაწერების ტრანსკრიპტის მომზადება ხელით ხდებოდა, რათა  ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სისტემები დაეხვეწათ,  რომ სამომავლოდ  მათ ავტომატურად შეძლონ დიალოგების გაშიფვრა.

მათი თქმით, ეს მხოლოდ იმ მომხმარებლების მიმოწერას ეხებოდა, რომლებსაც არჩეული ჰქონდათ ტრანსკრიფტის სერვისი და მიკროფონზე აპლიკაცისთვის წვდომა ჰქონდათ დაშვებული.

 წარსულში მსგავსი პრაქტიკა ჰქონდათ  Google-ს, Apple-ს, Microsoft-სა და Amazon-ს.