შუახევში, დღვანის თემში ბიბლიოთეკა გაიხსნა

 დღეიდან დღვანის მოსახლეობა სასოფლო ბიბლიოთეკით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტში რიგით მე-8 ბიბლიოთეკა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ოფიციალურად გახსნეს. 

 ბიბლიოთეკის გახსნას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრი ზაზა დავითაძე, კულტურის ცენტრის დირექტორი მაკა მაკარაძე და ადგილობრივები ესწრებოდნენ. 

 ბიბლიოთეკისთვის  300 - მდე ახალი საბავშვო და მხატვრული ლიტერატურა შუახევის კულტურის ცენტრმა შეისყიდა, ნაწილი კი ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით შეივსო. 
 
 დღესვე ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივი  მხატვრის სელმან ფუტკარაძის ოჯახი მოინახულეს  და დაიგეგმა მხატვრის .პერსონალური გამოფენა.

 ,,განათლებული საზოგადოება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მუნიციპალიტეტში მეტი სამკითხველო ადგილი ჩნდება. საზოგადოებაში წიგნისადმი ინტერესი ყოველთვის მაღალია. ჩვენ კი ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ინტელექტის ამაღლებაში. ბიბლიოთეკების ნაწილი ინტერნეტით უზრუნველვყავით, მალე დღვანის ბიბლიოთეკაც სხვა საინტერესო წიგნებთან ერთად ინტერნეტითაც აღიჭურვება“ - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.



 

 

(NS)