მაღაზია, სადაც „ფორსაჟი 9“-ს გადაღების დროს მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

მაღაზიას, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ს ერთ-ერთი სცენის  გადაღების დროს მანქანა შევარდება, კომპენსაციის სახით სოლიდურ თანხას  გადაუხდიან, - ამის შესახებ ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ  26 აგვისტოდან  3 სექტემბრამდე  ჰოლივუდის ცნობილი ბლოკბასტერის გადასაღები მოედანი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.

კომერსანტის ინფორმაციით, მაღაზია, სადაც გადაღების დროს მანქანა უნდა შევარდეს “პოლ & შარკია,  თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას უარყოფენ.