22 მილიონი დოლარი და 44 ათასი ჯარისკაცი - მსოფლიო ამაზონის გადასარჩენად

ამაზონის ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში 44 000 ჯარისკაცი ჩაერთვება, - ამის შესახებ Independent იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, გასული შაბათ-კვირის განავლობაში ცეცხლის 1 130 ახალი კერა წარმოიქმნა. 

BBC-ის ინფორმაციით,  „დიდი შვიდიანის“ ლიდერები ამაზონის ტყის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, თანხის გამოყოფა ლოჯისტიკური და ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ მოხდება.

ამასთან, მაკრონის თქმით, საფრანგეთი უახლოეს საათებში ბრაზილიას კონკრეტულ სამხედრო მხარდაჭერასაც შესთავაზებს. 

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველ 8 თვეში  ბრაზილიაში 75000-ზე მეტი ტყის ხანძარი დააფიქსირდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  შედარებისთვის, მთელი 2018 წლის მანძილზე, სულ  39759 ხანძარი მოხდა.