ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარის სალიკვიდაციო სამუშაოებში „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტიც იყო ჩართული

სამტრედიაში, ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარისს „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით ლიკვიდირებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს:

"რკინიგზის საგანგებო სიტუაციების  მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობა  მიიღეს და გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა -  საწვავით სავსე, 1000 ტონიან რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.  არსებობდა  ხანძრის  სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხეც. ხანძრის ლოკალიზებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად   სს „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების  ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის კერების გავრცელების საშიშროება არ არსებობს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

 

(R)