რუსეთში ჰომოფობიური განწყობა ძლიერდება


სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ლგბტ აქტივისტ ელენა გრიგორევას  მკვლელობას, რუსეთში არსებულ "გეებზე მონადირეთა" ორგანიზაციას მიაწერენ, ისევე როგორც ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლის, იულია ცვეტკოვას დაპატიმრებას. ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების აზრით იულიას დაპატიმრება რუსეთში ჰომოფობიური განწყობის გაძლიერებას ნიშნავს.

ადამიანები, რომლებიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის თუ გენდერული იდენტობის გამო მშვიდად ვერ ცხოვრობენ, თავშესაფარს საზღვარგარეთ ეძებენ. ესპანეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ემიგრანტს იღებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. 
რუსული საინფორმაციო ავრცელებს ქვეყნიდან წასული, არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეების ინტერვიუს, სადაც ისინი წასვლის მიზეზებზე საუბრობენ.


"მეშინოდა, რომ ჩემ შვილს ბავშვთა სახლში წაიყვანდნენ. სიმართლე გითხრათ არავის ვუსურვებ ლტოლვილის სტატუსით ცხოვრებას, მაგრამ მუდმივ შიშსა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო", - ამბობს ინტერიერის დიზაინერი კატია. 
2019 წლის ივლისში, მის შვიდი წლის ქალიშვილს  და მეუღლეს ტანიას, ქვეყნის დატოვება სასწრაფო წესით მოუხდათ. მათ გააზრებული ჰქონდათ, რომ სამშობლოში შეიძლება ვეღარ დაბრუნებულიყვნენ. 
"როგორც კი საბუთების გაფორმებას დავასრულებთ, ამით სამუდამოდ  ჩაიკეტება ჩვენი გზას რუსეთისკენ, ხოლო ტანია უკრაინაში ვეღარ დაბრუნდება", - ამბობს კატია. 


ექვსი წლის განმავლობაში, კატიაზე მისი მეუღლე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ხოლო განქორწინება მხოლოდ მაშინ მოითხოვა, როდესაც მან ბავშვი და კატია სცემა. განქორწინების დროს ქმარს ბავშვის დატოვებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. იგი 6 თვეში ერთხელ ნახულობდა მათ, მაგრამ ალიმენტების გადახდაზე უარს აცხადებდა. 


იმის შემდეგ რაც კატიას ყოფილმა მეუღლემ მის ჰომოსექსუალობის და ახალი ურთიერთობის შესახებ გაიგო, ბავშვის წამოყვანა დააპირა. მისი თქმით, ბავშვი დედას და მამას უნდა გაეზარდათ და არა ორ ქალს, რომლებიც მას ასევე ჰომოსექსუალად გაზრდიდნენ. 
კატია და ტანია თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდნენ. ერთ დილას მათ, მანქანა დალეწილი ხოლო კარებში მუქარის წერილი დახვდათ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე კატია მეუღლის მუქარამ მიიყვანა, რომელიც ბავშვის წართმევით და სასამართლოში ჩივილით იმუქრებოდა.  
კატიამ ლგბტ  ორგანიზაციას მიმართა. მათ აუხსნეს, რომ მსგავს შემთხვევასთან არაერთხელ ჰქონიათ შეხება და ქვეყნის დატოვება ურჩიეს, რადგან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეეძლო საქმის დეტალების გარკვევამდე ბავშვის თავშესაფარში წაყვანა. 


"ძალიან მაშინებდა ბავშვის წართმევის და მისი თავშესაფარში წაყვანის საფრთხე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება დაუფიქრებლად. ჩვენ მუდმივად მუქარის ქვეშ ვცხოვრობდით, მუქარა ბავშვსაც ეხებოდა", - ამბობს კატია.


მისი თქმით, ბავშვის საბავშვო ბაღში დატოვებაც საშიში ხდებოდა - "გვეშინოდა, რომ მამამისი მოვიდოდა და წაიყვანდა, მე კი ვეღარ ვიპოვიდი", - ამბობს ტატიანა. 
გოგონებმა სამუშაო ვიზით წასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ ბავშვისთვის ქვეყნის დატოვებაზე მამამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც მიხვდნენ რო დაცდას აზრი აღარ ჰქონდა, ესპანეთის მიმართულებით  ბილეთები პირველივე რეისზე იყიდეს და ჩასვლისთანავე პოლიციას ჩაბარდნენ.