
შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე მუსლიმ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
"ჩემთვის უდიდესი პატივია, მორწმუნეებს მოგილოცოთ ყურბან-ბაირამი. იმედის, სიყვარულისა და გაჭირვებულთა დახმარების დღესასწაული. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო შუახევში მცხოვრებ მუსლიმ მრევლს.
ვიზიარებ საზეიმო განწყობას, რომელიც თქვენს ოჯახებში სუფევს და კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ.
ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ქართველი მუსლიმები, ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს განსაკუთრებით ემზადებიან. მსხვერპლად ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, სადღესასწაულო სუფრისთვის ტკბილეულს, მათ შორის ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს და გისურვებთ კეთილდღეობას ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ", - წერს ფრიდონ ფუტკარაძე.

ლეგენდარულმა შერიმ ჯო ბაიდენს სიმღერა მიუძღვნა
რატომ იფხორებიან ქართველი მართლმადიდებლები? ყოფილი დეკანოზი, ბასილ კობახიძე
მოგზაურობა გრელანდიაში - ყინულის სამეფო
კიევში ყინულიანი წვიმის შემდეგ გადაადგილება შეუძლებელი გახდა
მათ რევოლუცია და ქაოსი უნდათ - ელისაშვილი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |