რატომ ვერ აჩერებს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას - მეცნიერული ახსნა / მოსაზრება

თურქმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს თავიანთი განმარტება პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ  SARS-CoV-2-ის ვირუსის რაოდენობა ორგანიზმში გაცილებით მეტი აქვთ უსიმპტომო ადამიანებს, ვიდრე სიმპტომიანს.

შესაბამისად ვირუსის გავრცელების შეჩერება ძნელია, რადგან უსიმპტომო ადამიანების შემთხვევაში ისინი საკმაოდ დიდხანს შეიძლება ავრცელებდნენ ინფექცია და ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდეთ.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალ Infection-ის სტატიაზე დაყრდნობით რუსული მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

თურქი მეცნიერების დასკვნით უსიმპტომო კორონავირუსის მატარებელი ადამიანები ინფექციას მაინც ავრცელებენ მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ხველა და ტემპერატურა არ ჰქონდეთ.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობას 60-მდე ვირუსით დაავადებული ადამიანი იღებდა და მათ შორის უსიმპტომო პაციენტებიც იყვნენ.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სიმპტომების არ მქონე პაციენტებისგან ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე სიმპტომებიანი ინიფიცირებულების.

„COVID-19 რთული ამოცანაა, რომელიც მრავალი ფაზლებისგან შედგება. ყველა სახის ვირუსულოგიური და იმუნოლოგიური კვლევები ტარდება იმისთვის, რომ მისი მოქმედების მთლიანი სურათი საბოლოოდ დადგინდეს“, - წერენ მეცნიერები.

მათი განცხადებით, ზემოთხსენებული დასკვნა იმის შესახებ, რომ უსიმპტომო პაციენტები გაცილებით უფრო მეტად ავრცელებენ ვირუსს ვიდრე პირიქით შესაძლოა მსოფლიოსთვის პანდემიის დამარცხებისთვის ბრძოლაში „აიბერგის ეფექტი“ აღმოჩნდეს.