ომარ ტაკიძე - ჩემო ძვირფასო შუახეველებო, სულითა და გულით მინდა მოგილოცოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და დამდეგი 2021 წლის მობრძანება

ჩემო ძვირფასო შუახეველებო, სულითა და გულით მინდა მოგილოცოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და დამდეგი 2021 წლის მობრძანება.

მინდა გისურვოთ მხნეობა, ჯანმრთელობა და ულევი წარმატება თქვენს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში. გასული წლის განმავლობაში, თქვენთან ერთად უაღრესად რთული და საინტერესო წელი გავიარეთ. ვაცილებთ წელს, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაფიქრა და დაგვანახა, თუ რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული.

ჩვენ თანადგომითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ბევრი საჭირბოროტო საკითხების დადებითად გადაწყვეტა. ყოველდღიურად ვგრძნობდით თქვენს გულიან მხარდაჭერას ჩვენი ინიციატივებისადმი და ამ ყველაფრისათვის გიხდით უღრმეს მადლობას.

გჯეროდეთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტი სიკეთის გაკეთებას შეძლებს თქვენი კეთილდღეობისათვის. მრავალ ახალ წელს დასწრებოდეთ! პატივისცემით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე