გაგრაში ტყის საფარს ხანძარი გაუჩნდა

 ხანძრის კერები ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონში, ტყის საფარს გაუჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას, აფხაზური მედია ავრცელებს.

მედიას ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის პრესსპიკერმა რომან ლაბიმ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ცეცხლის კერების ზუსტი მასშტაბები ცნობილი არ არის და საბოლოო ინფორმაცია დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ მუშაობას.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ ცეცხლის კერები რთულად მისასვლელ ადგილზე გაჩნდა. შესაბამისად ეს ხანძრის ჩაქრობას ართულებს. შესაძლებელია წვიმის მოსვლას სიტუაციის სტაბილიზაციას ხელი შეუწყოს“, - აცხადებს რომან ლაბი.

პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ხანძრის გამომწვევი მთავარი პრობლემა - ადამიანური ფაქტორია.