ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა - მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან, გუშინ, გვიან ღამით, ამჟამად ბზიფის მიდამოებში ახალი კერა გაჩნდა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სტიქიასთან გასამკლავებლად დასახლებაში სახანძროს ორი ეკიპაჟი იმყოფებოდა.

პარალელურად, ტყის ხანძრისგან გამოწვეული ავარიული გათიშვების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავარიის გამო გათიშულია ელექტროენერგიის, "ფსოუ 220"-ის ხაზი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ხანძრები მას პირად კონტროლზე ჰყავს.