ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გარკვეული რაოდენობის ობიექტები გადასცა - სრული ჩამონათვალი

ბიძინა ივანიშვილმა, რომელის „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარეა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გუშინ ღია წერილი გამოაქვეყნა Entrepreneur-ის ქართული რედაქციას ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ინტერვიუს ბოლოს გამოცემა სამეწარმეო რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომელიც ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაუფორმა.

ასეთი სულ 26 ობიექტია, ხოლო, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდი „ქართუსთვის“ გადაცემულ ობიექტებს შორისაა, სასტუმრო „პარაგრაფი“, შპს თბილისი სითი, ბიზნესცენტრი, „თაბორი რიზორთსი“, ასევე ბანკი „ქართუ“, შპს „ელიტა ბურჯი“, ლაგუნა ვერეს ტერიტორია.

გამოცემის ინფორმაციით, ობიექტების ჩამონათვალი შემდეგნაირია:

1. შპს თბილისი სითი (ცეკავშირი)

2. შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი)

3. შპს სოლოლაკი ჰილს

4. შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი)

5. შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები)

6. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი)

7. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი)

8. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი)

9. შპს სისაიდი (ჩაქვი)

10. შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი)

11. შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია)

12. შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი)

13. შპს „ბიზნესცენტრი“

14. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩაზე

15. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა-ში

16. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ

17. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი

18. შპს „ბურჯი“

19. შპს „ელიტა ბურჯი“ და ისანი ქართუს ტერიტორია

20. შპს „ელიტა ბურჯი“

21. სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69

22. შპს „სი ვიუ რესორთ"

23. სს „ბოლნისის ტუფი“

24. სს „დიდველი“-ს მიწის ნაკვეთები

25. სს „ბანკი ქართუ“

26. სს დაზღვევის კომპანია „ქართუ“

გამოცემის ცნობით, გადაცემის პროცესშია:

1. კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი)

2. შპს სასტუმრო სიღნაღში - (წილის 70%)