ბიძინა ივანიშვილი ნამდვილი „გეიმ ჩეინჯერი“ იყო - ირაკლი ღარიბაშვილის შეფასება

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული პოლიტიკის ისტორიაში ბიძინა ივანიშვილის როლს აფასებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში რეალური გარდახეტა შემოიტანა და ის ნამდვილი „გეიმ ჩეინჯერი“ იყო.

მისივე თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკაში მაღალი თამასა დატოვა.

„ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში რეალური გარდატეხა შემოიტანა, რომ იტყვიან გეიმ ჩეინჯერი. აი, ვინ იყო გეიმ ჩეინჯერი?! იყო და არის ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი. ამ დღევანდელი უპრეცედენტო გადაწყვეტილებითაც, რეალურად მან თამაში შეცვალა, აბსოლუტურად შეცვალა, სხვა სტანდარტი დაგვიწესა, სხვა თამასა დაგვიწესა.

აქედან ჩამოსვლა ძალიან რთული იქნება, იმხელა  თამასა დაგვიტოვა ყველას ჩვენ, ვინც პოლიტიკაში ვართ დღეს, გნებავთ ოპოზიციას თუ მმართველ ძალას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.