ვის და როგორ შეეხება ამნისტია - ყველაფერი კანონის შესახებ სტატიაში

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დეკემბერში ინიცირებული კანონპროექტი 2021 წლის 11 იანვარს მესამე მოსმენით მიიღო.

კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, უმცირდებათ დანიშნული სასჯელი ან ეცვლებათ უფრო მსუბუქი სასჯელით.

კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამნისტიის კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.

ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე (გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა).

კანონის ავტორი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებილი ამნისტია დაახლოებით 1 500 პატიმარს შეეხება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” იმ მუხლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც ამნისტია ეხება:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა  სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვლება დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ბრალდებულ ან თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს, რომელიც ამ კანონის თანახმად არ თავისუფლდება სრულად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და ამავე კანონის ამოქმედების მომენტისთვის ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და, თუკი იგი ბრალდებულია/მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვი:

სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვლება დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელიც სასჯელის მოხდის პარალელურად „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი (სტატუსი არ აქვს შეჩერებული) და პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) პირველი-მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული;

უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, უვადო თავისუფლების აღკვეთა გარდაექმნება ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის სასჯელისაგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მოიხდის თავისუფლების აღკვეთის 20 წელს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი მსჯავრდებულის უფრო ადრე განთავისუფლებას ითვალისწინებს).

ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამნისტიის კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 ჯარიმისგან თავისუფლდებიან მსჯავრდებულები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია ნაწილობრივ, ამნისტია ვრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.

 თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებულის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან/და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ ის წარსულში გასამართლებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.

 სასჯელის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულისთვის მოხდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში.

გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ან სტუდენტის სტატუსს მოიპოვებს აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ.

სასჯელის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულისთვის მოხდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში.