
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა TV „იმედის“ ეთერში, ბიძინა ივანიშვილის აქტივების ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოლიგარქის თქმით ის მთელ თავის ქონებას საქართველოს უტოვებს.
სუბარის განცხადებით, ივანიშვილის ქონება მხოლოდ ქვეყნისაა.
„2012 წლის 27 ივლისი იყო, კვირიკობაზე, სვანეთში ვიყავით ჩასული... საღამოს რომ შევიკრიბეთ, ვსაუბრობდით, იქ დაიწყო მოყოლა, რატომ გადაწყვიტა საერთოდ პოლიტიკაში მოსვლა, როგორ დატვირთა თვითმფრინავი, მერე როგორ გადაიფიქრა და თქვა, რომ ქვეყანას სჭირდებოდა მისი პოლიტიკაში მოსვლა.
იქ მოყვა ამ თავის გადაწყვეტილებაზე, თქვა, რომ ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არის ოჯახის გადაწყვეტილება, რომ მთელ ჩემს ქონებას ვუტოვებ საქართველოს, შვილებს ქუჩაში არ დავტოვებ, მაგრამ დანარჩენი არის ქვეყნის“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მიდის.

კიევში ყინულიანი წვიმის შემდეგ გადაადგილება შეუძლებელი გახდა
მათ რევოლუცია და ქაოსი უნდათ - ელისაშვილი
პრეზიდენტი მარგველაშვილი - მთელი დღეა არ მაქვს შუქი
მდინარაძე ოპოზიციას გაყალბების ბრალდებას არ აპატიებს
გუბაზ სანიკიძე - კომპარტია ორი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |