აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

აშშ-ს კაპიტოლიუმის დარბევის გამო დემოკრატების წარმომადგენელთა პალატის წევრებმა მხარი დაუჭირეს ისტორიულ რეზოლუციას, რომელიც  რომელიც ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს, აამოქმედოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი და თავად შეასრულოს პრეზიდენტის უფლებამოვალეობები, 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე.

ამის შესახებ ინფორმაციას, "როიტერსი" ავრცელებს.

იმპიჩმენტის მოთხოვნას მინიმუმ ხუთი რესპუბლიკელთა პარტიის წარმომადგენელი შეუერთდა.

რეზოლუციისთვის კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის, ნენსი პელოსისთვის, გაგზავნილ წერილში მაიკ პენსმა უარი თქვა კონსტიტუციის 25-ე მუხლის ამოქმედებაზე.

ოთხშაბათს კონგრესში იგეგმება დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი იმპიჩმენტის რეზოლუციისთვის კენჭისყრა. მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში მისი მომხრეების შეჭრის დღეს მის მიერ წარმოთქმული სიტყვა სრულიად მისაღები იყო და დემოკრატების მცდელობას, მისი იმპიჩმენტი მოაწყონ, ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, "სასაცილო" უწოდა.

„ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას და იწვევს უზარმაზარ ბრაზს. მე არ მსურს ძალადობა“, – თქვა მან თეთრი სახლის დატოვებისას.

ტრამპი ტეხასის შტატში გაემგზავრა, სადაც მოინახულებს მექსიკის საზღვარზე აშენებული კედლის ერთ-ერთ ნაწილს.