ჩინური კომპანია Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 50.4%-ით ეფექტურია - BBC

Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური ცდების თანახმად, 50.4% -ით ეფექტურია.

ამის შესახებ ინფორმაციას, BBC ავრცელებს.

გასულ კვირას „ბუტანტანის ინსტიტუტის“ მეცნიერებმა, განაცხადეს, რომ ჩინურმა ვაქცინამ ინფიცირების „მსუბუქიდან მწვავე“ შემთხვევების პრევენციაში 78%-იანი ეფექტურობა აჩვენა, თუმცა ახლა ისინი აცხადებენ, რომ ინფიცირების ძალიან მსუბუქი ფორმების შესახებ მონაცემების ჩათვლის შემდეგ ვაქცინა 50.4%-ით ეფექტური აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ Sinovac-ის ვაქცინაზე სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა სხვადასხვა შედეგი აჩვენა. თურქი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ვაქცინა 91.25%-ით ეფექტურია, ინდონეზიაში კი, სადაც მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, აცხადებენ, რომ ვაქცინის ეფექტურობა 65.3%-ია.