
მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ფაქსინტერნიუსს" ნუგზარ კვაშალმა განუცხადა.
"შეინიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობის მცირედი გაუმჯობესების ნიშნები.ექიმები ყველა საჭირო ღონეს ხმარობენ მისი მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად. მართვით სუნთქვაზე ალბათ, მინიმუმ 3 კვირა კიდევ იქნება.
თემურ წიკლაურს გერმანიაში მეგობრები ჰყავს. ონლაინ რეჟიმში არიან ჩართულები გერმანელი პროფესორები და ძალიან კმაყოფილები არიან. ისინიც ადასტურებენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არის და მკურნალობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს", - აცხადებს ნუგზარ კვაშალი.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.
თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის სტაციონარში გადაიყვანეს.

კიევში ყინულიანი წვიმის შემდეგ გადაადგილება შეუძლებელი გახდა
მათ რევოლუცია და ქაოსი უნდათ - ელისაშვილი
პრეზიდენტი მარგველაშვილი - მთელი დღეა არ მაქვს შუქი
მდინარაძე ოპოზიციას გაყალბების ბრალდებას არ აპატიებს
გუბაზ სანიკიძე - კომპარტია ორი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |