„გამარჯვების რეისით“ სახლში ვბრუნდები, დამხვდით - ალექსეი ნავალნი რუსეთში მიემგზავრება

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ „გამარჯვების რეისით“ რუსეთში ანუ სახლში ბრუნდება.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა საკუთარ „ტვიტერში“ დაწერაა.

მისივე თქმით, ის არსად გამგზავრებულა და მხოლოდ ცოტახნით მოუწია გერმანიაში სამკურნალოდ ყოფნა.

„კითხვა „დავბრუნდები თუ არა“ ჩემს წინაშე არასდროს არ მდგარა. მხოლოდ იმიტომ, რომ მე გავემგზავრე. მე უნებურად აღმოვჩნდი გერმანიის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში.

17 იანვარს, კვირას, მე „გამარჯვების რეისით“ სახლში ვბრუნდები - დამხვდით“, - წერს ნავალნი.