
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკების ნაწილი 1-ლი თებერვლიდან დაუბრუნდება მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას.
მისი თქმით, კლინიკებს ეს ინფორმაცია პარასკევს მიეწოდა.
"უკვე პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაიგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ 1-ლი თებერვლიდან ისინი დაუბრუნდნენ მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას, რაც ასევე მათთვის მნიშვნელოვანია. დაახლოებით 350 საწოლი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და საკმარისი საწოლფონდი, იმისთვის, რომ მობილიზაციის შესაფერისი ხარისხის შენარჩუნდეს, თებერვალში დარჩება", - აცხადებს თამარ გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათში 4 964 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 930 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 034 PCR ტესტით ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 915-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 234 636-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 13, იმერეთი - 5, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 0, გურია - 5, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 784, აჭარაში - 281, იმერეთში - 704. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 61, იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 5, იმერეთში - 29. 634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 - თბილისში, 296 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 235, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 360 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 842 პირი, აჭარაში - 1 871, იმერეთში - 2 488.

ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს
აფხაზეთიდან ენგურთან მძიმე პაციენტი გადმოიყვანეს
ალექსეი ნავალნის ვიდეომიმართვა
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა
კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |