სასამართლომ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ბაბუას პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ბაბუას პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით 10-ათას ლარიან გირაოს სთავაზობდა, რომელიც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე, მისი ბაბუა შვილიშვილზე მუქარისა და ძალადობის ბრალდებით, 15 თებერვალს დააკავეს.