კომპანიები Pfizer და BioNTech Covid-19-ის ვაქცინის ტესტირებას ორსულ ქალებზე იწყებენ

Pfizer და BioNTech Covid-19-ის ვაქცინის ტესტირებას ორსულ ქალებზე იწყებენ

კომპანიებმა საერთაშორისო კვლევა 4000 მოხალისესთან ერთად დაიწყეს, რათა შეაფასონ COVID-19 ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯანმრთელ ორსულ ქალებში.

ორსულ ქალებს აქვთ მაღალი COVID-19 განვითარების რისკი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მრავალი წარმომადგენელი ურჩევს მაღალი რისკის მქონე პროფესიის ზოგიერთ ქალს მიიღოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, თუმცა მსგავს სიტუაციაში ვაქცინის ეფექტურობა ამ დრომდე დადასტურებული არ არის.

გასულ კვირას აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა მოითხოვა ორსული და მეძუძური ქალების უფრო მეტი ჩართვა COVID-19 ვაქცინის კვლევაში.

წამლების მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ პირველ რიგში უნდა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინები უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.

შეერთებულ შტატებში, მარეგულირებელი ორგანოები მედიკამენტების მწარმოებლებს ავალდებულებენ ორსულ ცხოველებზე უსაფრთხოების კვლევების ჩატარებას მანამ სანამ ორსულ ქალებში ვაქცინების დატესტვას დაიწყებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არ დააზიანებს ნაყოფს ან აბორტს არ გამოიწვევს.

კომპანიების თქმით, ამ კვლევებმა ახალი რისკები არ გამოავლინა.

ორსულმა ქალებმა შეერთებულ შტატებში უკვე მიიღეს პირველი დოზები, განაცხადეს კომპანიებმა.

ახალი კვლევა შეამოწმებს 18 წელზე უფროსი ასაკის ორსულ ქალებს შეერთებულ შტატებში, კანადაში, არგენტინაში, ბრაზილიაში, ჩილეში, მოზამბიკში, სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში.

ქალები მიიღებენ ვაქცინას ორსულობის 24-34 კვირის განმავლობაში და მიიღებენ ორ დოზას 21 დღის შუალედით - იგივე რეჟიმი გამოიყენება უფრო დიდ კლინიკურ კვლევაში.

„მშობიარობიდან მალევე, მონაწილეებს, რომლებმაც მიიღეს პლაცებო საცდელში, საშუალება მიეცემათ მიიღონ ნამდვილი ვაქცინა“, - განაცხადეს კომპანიებმა.