ისლამისტებმა დასავლეთ აფრიკაში 18 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ისლამისტებმა ჩრდილოეთ ბურკინა ფასოსა და მალის ცენტრალურ ნაწილში თავდასხმების დროს მინიმუმ 18 ადამიანი,მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით,  დასავლეთ აფრიკის ამ ორ ქვეყანაში ხშირია „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ისლამისტების თავდასხმები.

Reuters-ი წერს, რომ გაერო-ს 15 000 სამშვიდობოსა და 5 100 ფრანგი სამხედროს ყოფნის მიუხედავად, ისლამისტებმა ამ ქვეყნებში გასული წლების განმავლობაში თავიანთი გავლენები გააფართოვეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ოთხშაბათს საღამოს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს ორ სოფელში და ხუთშაბათს ააფეთქეს რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მანქანა, სევერასა და ბანკასს შორის მდებარე გზაზე.

მეტი ინფორმაციისთვის, წლის დასაწყისიდან ისლამისტებმა დაახლოებით 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს,მათ შორის 100 დასავლეთ აფრიკაში მდებარე ორ სოფელზე თავდასხმის შედეგად.