მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ ალექსეი ნავალნი საპატიმროში დატოვა

მოსკოვის ბაბუშკინსკის რაიონის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საპატიმროში დატოვა, - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალექსეი ნავალნის სარჩელი მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით და ოპოზიციონერისთვის სასჯელის პატიმრობით შეცვლა კანონიერად ცნო.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს „ივ-როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ალექსეი ნავალნის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.