ბენ ჰოჯესი მელიას დაკავებაზე - ეს ფაქტი კრემლის და ივანიშვილის სასარგებლოდ უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია

ეს ფაქტი კრემლის და ივანიშვილის სასარგებლოდ უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია, - ასე ეხმაურება გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, იმედია ბაიდენი სიმტკიცეს გამოიჩენს, რადგან ამ მომენტში კრემლი ყველას აკვირდება.

„საქართველოსთვის ეს ფაქტი, უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია, ამით მხოლოდ კრემლი და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრე ისარგებლებენ. ქართველებისთვის კი ამაში კარგი არაფერია, განსაკუთრებით ვგულისხმობ ახალგაზრდა თაობას. იმედი მაქვს ამ მოვლენებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურბა, კრემლი ყველას აკვირდება“, - წერს გენერალი ბენ ჰოჯესი.