
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. თათბირის მუშაობა შეაჯამა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, რომელმაც რწმუნებულებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა, დავალება მისცა პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ.
ამასთან, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მიტანას, ასევე მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.

კილაუას ვულკანის ამოფრქვევა - ისლანდია 2020 წლის იანვარი
ე.წ კარტოგრაფების საქმე - ნატალია ილიჩოვას საუბრის ფარული ჩანაწერი
ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს
აფხაზეთიდან ენგურთან მძიმე პაციენტი გადმოიყვანეს
ალექსეი ნავალნის ვიდეომიმართვა
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |