ევროკავშირის ელჩი - ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს, პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, საერთო ენა უნდა გამოინახოს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს.

ელჩი აცხადებს, რომ საერთო ენის გამონახვაზე უარი არ უნდა ითქვას.

"ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.

ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო  ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას", - აცხადებს კარლ ჰარცელი.