მიხეილ სააკაშვილი - ქართველმა ხალხმა თავის დაცვა უნდა ისწავლოს, არანაირი კომპრომისი ბოროტ ძალას, გამარჯვების მჯერა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე მოვლენებს ვიდეო მიმართვის საშუალებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა თავის დაცვა უნდა ისწავლოს, არანაირი კომპრომისი ბოროტ ძალას.

მისივე განცხადებით, გამარჯვების ბოლომდე სჯერა.

„რაც შეეხება დღევანდელ მოვლენებს საქართველოს ისტროიაში ბოლო ათწლეულის მანძილზე არასდროს არ მომხდარა ის რომ ასეთი სახით ბრუტალურად სრულიად უმიზეზოდ დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი, გვესმოდეს თუ რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული ნაციონალურ მოძრაობზე და რატომ ებრძვის ის ამ პარტიას, რატომ იყენებს ამისთვის ყველაფერს, რათა გაანადგუროს ის და მისი ლიდერი კი დააპატიმროს.

აქ საუბარი არ არის იმაზე ვის მოსწონს ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი ან ნიკა გვარამია აქ საუბარია სხვა რამეზე, ეს არის ძალა რომლის მთავარი ამოცანა ქართველი ხალხის სიღარიბის და გაჭირვების უღლის შედეგად დაშლა და განადგურებაა, რომელშიც ის ივანიშვილმა შეიყვანა. ოპოზიციური ძალა არის ძალა, რომელმაც საქართველოს რეპრესიებიდან ამოყვანა შეძლო თავის დროზე , ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველასთან ვინც იბრძოლებს რათა გადაარჩინოს სასოწარკვეთილი ხალხი, უბედურებისგან. ისინი ამას გააგრძელებენ იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ. არც ჩვენ გვაქვს სხვა გზა გარდა ბოლომდე ბრძოლისა.

ეხლა 100 000-მდე ქართველი უნდა რომ გერმანიაში კომბოსტოს მკრეფავებად წაიყვანოს, რათა იქ მეორეხარისხოვნები გახდნენ.

მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანა 900 000-მდე ქართველმა დატოვა  და ეს ემსგავსება მონათმფლობელობის პერიოდს, როცა ქართველებს თავისუფლად ყიდიდნენ. ეს ქართველი ხალხის გენოციდია, ეს არის ის რაც ჩვენს მტერს ყველაზე მეტად სურს.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ თავის დაცვა, ბოროტ ძალასთან კომპრომისები შეუძლებელია, ეს იქნება მძიმე ბრძოლა და მე ეჭვი არ მეპარება გამარჯვებაში“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.