პირველი, ვინც მელიას დაპატიმრებით წააგო, ქართველი ხალხია - ნატოს ყოფილი მდივანი მიმდინარე მოვლენებზე წერს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმაურება და მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, პირველი ვინც ამით წააგო ქართველი ხალხია.

„ის რაც დღეს მოხდა საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია.

პირველი, ვინც წააგო, ქართველი ხალხია.

მე მოვუწოდებ თავშეკავებას და რათა საქართველომ უკან არ დაიხიოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც იცავს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას საქართველოში“, - წერს რასმუსენი.